
FreeStand Acoustic Panels
635,00 ₾
- კოდი
- frst-gik-acpnl-1
- გამყიდველი
- ELITE INFRASTRUCTURE
- ბრენდი
- Gik Acoustics
- კატეგორია
- Acoustic Panels
635,00 ₾
- მიწოდება 2–4 სამუშაო დღეში
- დაბრუნება 14 დღეში
- BOG · Visa · Mastercard
პროდუქტის შესახებ
ჩაწერის ან მოსმენის გარემოში მაღალი ხარისხის ჟღერადობის მისაღწევად აუცილებელია ხმის ეფექტური შთანთქმა და არეკვლის კონტროლი. GIK FreeStand აკუსტიკური პანელები არის მობილური აკუსტიკური ეკრანები, ე.წ. „გობოები“ (ტერმინი „gobo“ მოდის ფრაზიდან „go between“ — შუამავალი), რომლებიც შექმნილია ხმის კონტროლის გასაუმჯობესებლად. ისინი ამცირებენ რევერბერაციასა და არასასურველ არეკვლას, ამასთანავე, უზრუნველყოფენ განლაგების მოქნილობას. აკუსტიკური ღრუბლისგან (foam) განსხვავებით, GIK-ის დამოუკიდებლად მდგომი აკუსტიკური პანელები დამზადებულია უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე ხმის მშთანთქმელი მასალებისგან უმაღლესი შედეგისთვის, ხოლო მათი მყარი შიდა ხის კარკასი მეტ სტაბილურობას განაპირობებს. ეს მახასიათებლები მათ შეუცვლელ ინსტრუმენტად აქცევს სახლის სტუდიებისთვის, სწრაფად მოსაწყობი ხმის ჩამწერი ჯიხურებისთვის (DIY recording booths), ცოცხალი შესრულებებისთვის ან ნებისმიერ დროს, როდესაც გსურთ ოთახის აკუსტიკის გაუმჯობესება პანელების მუდმივი მონტაჟის გარეშე.
ტექნიკური მახასიათებლები
- ზომა: 60x146.5x5 სმ | 24x60x2 ინჩი
- დამოუკიდებლად მდგომი (მობილური) კონსტრუქცია
- წონა: 11 ფუნტი (დაახლ. 5 კგ)
- იდეალურია მობილური აკუსტიკური ეკრანის (gobo) სახით გამოსაყენებლად
- NRC (ხმის შთანთქმის კოეფიციენტი): 1.05. NRC რეიტინგები პოპულარულია, ამიტომ მათ მივუთითებთ, თუმცა უფრო დეტალური ეფექტურობის მახასიათებლებისთვის გაეცანით პროდუქტის მონაცემებს.




