
I Box
1,00 ₾
- კოდი
- box-rock-booth-1
- გამყიდველი
- ELITE INFRASTRUCTURE
- ბრენდი
- Rockworth
- კატეგორია
- Gobos, Booths & Shields
1,00 ₾
- მიწოდება 2–4 სამუშაო დღეში
- დაბრუნება 14 დღეში
- BOG · Visa · Mastercard
პროდუქტის შესახებ
Box Pods & Booths გთავაზობთ მოქნილ კერძო სივრცეს, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომაში როგორც ინდივიდუალური, ასევე მცირე გუნდური მუშაობისთვის. ყურადღების კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად და ხელისშემშლელი ფაქტორების შესამცირებლად შექმნილი ჯიხურები აღჭურვილია ხმის იზოლაციით, ავტომატური ვენტილაციითა და შიდა განათებით. დამატებითი ოფციები მოიცავს შეხვედრების მაგიდებს, სკამებს, დაფებსა და მონიტორებს — რაც მას ადვილად მორგებადს ხდის სამუშაო სტილისა და გარემოს ნებისმიერი საჭიროებისათვის.
ტექნიკური მახასიათებლები
განათების მართვა: იმართება LED სენსორული პანელით — განათების დასარეგულირებლად ჩამოუსვით თითი (Slide).
ვენტილაციის სისტემა: იმართება LED სენსორული პანელით — ვენტილიატორის სიჩქარის დასარეგულირებლად ჩამოუსვით თითი (Slide).
კვების მოდული: დენის წყარო (2 შტეფსელი / 1 LAN პორტი).
მოძრაობის სენსორი: მოძრაობის დაფიქსირებისას ავტომატურად რთავს განათებასა და ვენტილაციას, რაც ზრდის ენერგოეფექტურობასა და გამოყენების კომფორტს.
პერფორირებული ჭერი: ჭერის პერფორირებული დიზაინი აუმჯობესებს ჰაერის ნაკადს და ვენტილაციას, რაც უზრუნველყოფს უფრო სუფთა და კომფორტულ გარემოს დახურულ სივრცეში.
მაგნიტური კარი: აღჭურვილია მაგნიტით, რაც უზრუნველყოფს კარის რბილ და უხმაურო დახურვას.
აკუსტიკური მაჩვენებლები: შექმნილია ეფექტური აკუსტიკისთვის, ხმისსაიზოლაციო პანელებითა და აკუსტიკური ლამინირებული მინით. ჯიხური ტესტირებულია ASTM-E336 სტანდარტების შესაბამისად და აღწევს ხმაურის შემცირებას 28.14 dBA-ით, რაც უზრუნველყოფს მშვიდ და კერძო გარემოს კონცენტრირებული მუშაობისა და საუბრებისთვის.
ავეჯის ოფციები: ჯიხური სურვილისამებრ შეიძლება აღიჭურვოს ფართო ლეპტოპის მაგიდითა და კომფორტული სკამით ინდივიდუალური გამოყენებისთვის.
წონა: კონსტრუქციული წონა 296.16 - 325.8 კგ.
გარანტია:
ელექტრო სისტემა და მოტორი: 1 წლიანი გარანტია
კონსტრუქცია და ავეჯი: 5 წლიანი გარანტია




